1.ბიოგრაფია
ლევან ცუცქირიძე დაიბადა 1926 წლის 12 იანვარს, ხაშურში.
იგი 1930 წელს გადმოდის საცხოვრებლად თბილისში.1957 წელს დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრა-
ფიკიდ ფაკულტეტი. შემდეგ აგრძელებს სწავლას ასპირანტურაში სერგო ქობულაშვილის ხელმძღვანელობით. 1960 წელს ამთავრებს
ასპირანტურას და იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში.
1957 წელს მონაწილეობას ღებულობს რესპუბლიკურ გამოფენაში,
1959 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიციებში სამონასტრო კომპლექსების შესწავლის მიზნით დავით გარეჯსა და ატენში.
1959 წელს მოეწყო პერსონალური გამოფენა არქიტექტორთა კავშირ-
ში.
1961 წელს მოეწყო ,პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუშაკთა სახლში.
1967 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ამავე წელს მონაწილეობას იღებს მოსკოვში წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე.
1967 – 75 წლებში ასწავლის ხატვას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1977 წელს მოეწყო პერსონალური გამოფენა საქართველოს
სახელმწიფო მუზეუმში.
1995 წელს იყო მიწვეული ამერიკაში ამერიკელი კოლექციონერის
მიერ რამოდენიმე თვით.
მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება.
2003 წლამდე მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში.
2007 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში და ამავე წლის ზაფხულში გოეთეს ინსტიტუტში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.