რევილუციონერი ყოფილა. 1917 წლის რევოლუვიამდე, დაახლოებით 2-3 წლით ადრე, მას აქტიური მონაწილეობა მიუღია ქუთაისის ციხის აღებაში, რომელიც იმჟამად პატიმრად იმყოფებოდა. ციხიდან გაქცეული მალევე შეუპყრიათ და ციმბირში გადაუსახლებიათ. მას რაიმე სპეციალური პროფესია არ ჰქონია. მხატვრის გადმოცემით, ძლიერ ჰყვარებია ქართული ლიტერატურა, ზეპირად სციდნია “ვეფხისტყაოსანი”, რომელსაც ხშირად უკითხავდა შვილებს.ადრეული ხანის ნაწარმოებები (დაზგური სურათები)
სრულიად გამოხატავენ მხატვრის შემოქმედების საწყისი ეტაპის ძირითად ნიშნებს. ეს პროცესი საინტერესოა, მისი ხელოვნების განვითარების სწორად გააზრებისათვის. იმ ხანად ალ. ბანძელაძე უმთავრესად პორტრეტებისა და პეიზაჟების ჟანრში მუშაობდა. მათგან აღსანიშნავია: გალაქტიონ ტაბიძის, დოდო ჭიჭინაძის და სპარტაკ ბაღაშვილის პორტრეტები.
.
ნიშნები. უპირველესად მხატვრული ხერხის თავისებურებაა საინტერესო. მასში დიდ როლს თამაშობს მხატვრის პროფესიული მომზადების საფუძველი და ჟანრის მისეული ინტერპრეტაცია. ამ პერიოდის სურათებში გამოვლენილია სწრაფვა თანამედროვე მხატვრობისადმი. განპირობებულია ერთი მხრივ სურვილით, არ მოექცეს იმხანად გამეფებული დოგმატიზმის ტყვეობაში და მეორე მხრივ სურვილით გამოავლინოს საკუთარი მხატვრული შესაძლებლობანი.
XX საუკუნის 50-იან წლებში ქართულ მხატვრობაში შემიჭრილი სიახლენი წიგნის გრაფიკასაც შეეხო.
მხატვარი სიცოცხლის ბოლომდე დიდი გატაცებით მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკაში. მან მხატვრულად გააფორმა რ. კიპლინგის “მაუგლი” და “არსენას ლექსი”.
ალ. ბანძელაძემ “არსენას ლექსის” გაფორმების ორი ვარიანტი შეასრულა. პირველი მათგანი დაასრულა 1957 წელს. თუმცა მისი წიგნად გამოცემა ვერ მოხერხდა. მხატვრული გაფორმების მეორე ვარიანტით შემკული პოემა კი 1966 წელს გამოიცა წიგნად. ორივე ნამუშევარი ცხადყოფს ავტორის დიდ ინტერესს აღნიშნული თემისადმი.
ალ. ბანძელაძის მიერ მხატვრულად გაფორმებული წიგნი “მაუგლი” საკმაოდ დიდი ფორმატისაა (23X30). ილუსტრაციები, განლაგებისა და გაფორმების მიხედვით შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ:
I _ ილუსტრაცია, რომელიც მთელ გვერდს იკავებს.
II _ ილუსტრაცია, რომელიც ხან ჰორიზონტალურად, ხან კი ვერტიკალურად ტეხსტის მთელ სიგრძეზეა მოცემული.
III _ ერთი, ან ორფიგურიანი კომპოზიცია, რომელიც მოცემულია ფონის გარეშე.
თითოეული კომპოზიცია მეტად სადა და ლაკონურია. ფონად გამოყენებულია პეიზაჟი ან ნეიტრალური ფერი, სადაც ძირითადად სამ ფერს ვხვდებით: ცისფერს, რუხსა და მწვანეს.
დიდუბის ეკლესიის მოხატულობა
ალექსანდრე ბანძელაძის შემოქმედებაში მოხატულობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. იგი ამ სფეროს უმთავრესად 70-იან წლებში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული ნიმუშებია: თბილისში, დიღომზე მდებარე უნივერსამის დასავლეთ კედლის მოხატულობა ე.წ “ქართული სოფელი” (1976 წ.); პატრიარქის რეზიდენცია (1978 წ.) და დიდუბის ეკლესიის კედლის მოხატულობანი (1979 წ.).
დიდუბუს ეკლესიის მოხატულობათა საერთო კომპოზიცია მონუმენტური ხასიათისაა. მხატვარი ცდილობს იმგვარად განალაგოს კომპოზიციები, რომ მოახერხოს მოხატულობის კომპოზიციური ერთიანობის შენარჩუნება. მთლიანობაში მიიღება მოხატულობით სრულიად დატვირთული ეკლესიის ზედაპირი.
გუმბათქვეშა სიბრტყის თითოეული კომპოზიცია კპმპაქტურობით ხასიათდება. ყოველ მათგანში კპმპოზიციის ცენტრს ქმნის ქრისტეს ფიგურა, რომლოსკენაც არის მომართული ყველა დანარჩენი გამოსახულება.
დიდუბის ეკლესიის ოთხ კუთხეში არსბული ნიშების კედლები მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ნიშაში ღვთისმშობლის ციკლის ვრცელი სახით წარმოდგენა, რომელიც ღვთისმშობლის მიძინებით მთავრდება, გამართლებულია იმით რომ ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. მარცხენა ნიშაში წმ. ნინოს ცხოვრების სცენების ჩვენება ეკლესიის საერთო იდეური ჩანაფიქრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. დასავლეთით, მარჯვენა ნიშაში _ წმ. გიორგის, ხოლო მარცხენაში – წმ. ნიკოლოზის ცხოვრების ამსახველი სცენებია.
დიდუბის ეკლესიის მოხატულობათა კომპოზიციების უმრავლესობა, პეიზაჟისა თუ არქიტექტურის ფონზე ვიტარდება.
დიდუბის ეკლესიის მოხატულობაში წარმოდგენილ გამოსახულებათა მხატვრული ფორმა სინთეზური ხასიათისაა. იგი შეიცავს როგორც შუა საუკუნეების მხატვრობის, ასევე ალ. ბანძალაძის წიგნის გრაფიკისადმი დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებს.
აბსტრაქტული სურათები
ალექსანდრე ბანძელაძემ აბსტრაქტული სურათების შექმნა გასული საუკუნის 60-იანი წლების სუა ხანებში დაიწყო. მხატვარი, 80-იან წლამდე, სეიძლება ითქვას იატაკქვეშ ქმნიდა ამ მიმართულების ნაწარმოებებს.

ალ. ბანძელაძის აბსტრაქციონიზმთან დამოკიდებულების საკითხში ყურადღებას იპყრობს ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, კერძოდ დ. კაკაბაძის ფენომენი. ალ. ბანძელაძე უშუალოდ იცნობდა და დიდი შეფასებას აძლევდა მის ხელოვნებას. როგორც ცნობილია ქართულ მხატვრობაში სწორედ დ. კაკაბაძემ შექმნა პირველი “უსაგნო” სურათი.
ალ. ბანძელაძის მიერ 80-იან წლებში შესრულებული აბსტრაქციები მრავალი ასპექტით არის საინტერესო. ამ წლების აბსტრაქციული სურათები არის გაგრძელება იმ ხაზისა, რომელიც მხატვარმა 60-იან წლებში დაიწყო.
შემოქმედების ბოლო ათწლეულში ალ. ბანძელაძე “ვეფხისტყაოსნის” მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობდა. მან შექმნა “ვეფხისტყაოსნის” მრავალი ილუსტრაცია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით, ასევე პოემის შინაარსის მიხედვითაც.
ალ. ბანძელაძემ მხატვრულად გააფორმა “ვეფხისტყაოსნის” შემდეგი თავები: “დასაწყისი”, “როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობა”, “ნახვა არაბთა მეფისაგან მისი ყმის ვეფხისტყაოსნისა”, “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მისი ყმის საძებრად”, “ავთანდილისაგან მისი ყმის საძებნად წასვლა”, “ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან”, “შეყრა ავთანდილისა და ტარიელისა”, “ტარიელისაგან თავისი ამბის მბობა ავთანდილთანა”, “ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა”, “წიგნი ნესტან-დარეჯნის საყვარელსა თანა მიწერილი”, “ტარიელისა და ნესტანის პირისპირ შეყრა”, “ხვარაზმშას შვილის ტარიელისაგან მოკვლა”, “ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე”, “წიგნი ავთანდილისა ფატმანთან”.
მხატვრულ გაფორმებაში სამი ძირითადი მხატვრული მანერა შეინიშნება. ერთ-ერთი ჯგუფი შუა საუკუნეების გვიანი ხანის ქართულ საერო მინიატურას მოგვაგონებს. მეორე ჯგუფის ილუსტრაციებში, ავტორი განსაკუთრწებულ ინტერესს იჩენს ფერწერული ძიებისადმი, ხოლო მესამე ჯგუფის ნიმუშებში, ავტორი ფორმის აბსტრაქციებს მიმართავს. შესაბამისად განსხვავებულია ყოველი მათგანის იდეურ-ემოციური მხარე.
1. სურათების ეროვნული გალერეა. თბილისი 1949 წელი.
2. სურათების ეროვნული გამოფენა. თბილისი 1949 წელი.
3. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი. თბილისი 1953 წელი.
4. აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი. ბაქო 1954 წელი.
5. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი. თბილისი 1957 წელი.
6. მანეჟი. მოსკოვი 1957 წელი.
7. ტრენიაკოვის გალერეა. მოსკოვი 1958 წელი.
8. ბრიუსელი. ბელგია 1959 წელი.
9. რიგა. ლიტვა 1959 წელი.
10. გრაფიკული ხელოვნების საერტაშორისო ბიენნალე. ბრნო 1966 წელი.
11. გრადეცი, ჩეხოსლოვაკია 1968 წელი.
12. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი. თბილისი 1972 წელი.
13. მხატვრის სახლი, თბილისი 1986 წელი.
14. ქართველი აბსტრაქციონების პირველი ჯგუფური გამოფენა 1987 წელი.
15. სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი თაობა 80, მხატვრის სახლი. თბილისი 1987 წელი.
16. ქარტული უსაგნო ხელოვნება, ერმიტაჟის საგამოფენო დარბაზი, 1987 წელი.
17. საბჭოთა მხატვრების გამოფენა ღOშMANN GALLAღY ბრიუსელი, ბელგია 1988 წელი.
18. 1970-1980 წლების საბჭოთა რუსეთის ავანგარდი, ასოციაცია “პალიტრა”. მოსკოვი 1989 წელი.
19. ვაზარელის ფონდი AIღEN_FღOVANჩE (საფრანგეთი) გალერეა ბუდენშატი, ბაზელი, შვეიცარია 1989 წელი.
20. 1920-1980-იანი წლები საბჭოთა ასოციაცია “ოალიტრა” მინსკი 1989 წელი.
21. აღმოსავლური ტალღა “წითელი-თეთრი”, ასოციაცია “პალიტრა”. ვარშავა, ამსტერდამი 1989 წელი.
22. “საქართველო, ჩემო სიყვარულო” _ 1989 წელი.
23. ოთხი მხატვარი თბილისიდან, ფრიდერიციანის მუზეუმი, კასელი აბსტრაქტული ხელოვნების გამოფენა. კინოს სახლი, მოსკოვი 1990 წელი.
24. “საქართველო, ჩემო სიყვარულო”, დიუმო კუნსტ ჰალეში 1990 წელი.
25. ქართული ხელოვნება, მონა ბისმარკის ფონდი საერთაშორისო გამოფენა ხელოვნების სახლი. კინი 1990 წელი.
ალექსანდრე ბანძელაძის პერსონალური გამოფენა
პირველი პერსონალური, პრაღა 1968 წელი.
ბაზელი, ბრიუსელი (ორი პერსონალური) 1988 წელი.
“ინტერნაციონალური იმიჯის” გალერეა, პიტსბურგი 1989 წელი.
“ალექსანდრე ბანძელაძე: სად ვარ მე?” ს.ბ.კ (შტიცჰტინგ Bელდენდე Kუნსტ) – გალერეა, ამსტერდამი 1990 წელი.
“ექსპრესია აკვარელში” 1990 წელი.
“ინტერნაციონალური იმიჯის” გალერეა, პიტსბურგი, ქართული აბსტრაქცია 1991 წელი.
Nიცჰილას ღოერიცჰ Mუსეუმ ნიუ-იორკი “უთანხმოება” 1991 წელი.
“ინტერნაციონალური იმიჯის” გალერეა, პიტსბურგი
N გალერეა, თბილისი 2000 წელი.
ჩ ვ ე ნ ზ ე
დარეჯან ცხომარია-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
XI კლასის მოსწავლეები-გოგიჩაიშვილი გოჩა ,კიღურაძე ნინო, ჩიკვილაძე ნანა.