ჟანრული მრავალფეროვნება, ფერწერულ – პლასტიკურ გამომსახველ საშუალებათა მუდმივი განახლებისაკენ სწრაფვა, მხატვრულ სახეთა პოეტური სიმართლე და მდიდარი კოლორიტი დაფუძნებული თბილი ფერების მრავალრიცხოვან ვარიაციებზე, ახასიათებს საქართველოს დამსახურებული მხატვრის რადიშ თორდიას ნაწარმოებებს. პროფესიონალიზმი, ღრმა რწმენა, გულწრფელობა და ტრადიციულობა კი არის მისი შემოქმედების ამოსავალი წერტილი.