დაიბადა 1923 წლის 21 დეკემბერს, თბილისში
მშობლები – თამარ ჩერქეზიშვილი, გიორგი თარხნიშვილი
შვილები – ნინო და მიხეილ თარხან-მოურავები
1943-1954 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში
პედაგოგები: დ. კაკაბაძე, ს. ქობულაძე
1947-1949 – სწავლობს მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში
1949 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთის გამოფენებში
1958 წ. - საქართველოს სახვითი ხელოვნების გამოფენა (ქართული ხელოვნების დეკადა),
მოსკოვი
1959 წ. - საბჭოთა გრაფიკის გამოფენა, ლონდონი და კოპენჰაგენი
1959 წ. - ქართული ხელოვნების კვირეული პოლონეთში, ვარშავა
1959 წ. ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალისადმი მიძღვნილ გამოფენაზე – ვენაში,მისი ნამუშევრები დიპლომით დაჯილდოვდა
1958 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია
1964 წ. - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
1972 წ. - საქართველოს მხატვართა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი
1973 წ. - სსრკ მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი
გარდაიცვალა 1993 წ. 3 ოქტომბერს თბილისში, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში
მხატვრის ნამუშევრები დაცულია: შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, თბილისი; საქართველოს სურათების ეროვნულ გალერეაში, თბილისი; საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. მონუმენტური კედლის მხატვრობა: ყვარელი – ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი; თელეთი – რესტორნის მოხატულობა.