|
თავისუფალი ფანტაზიის ხელოვნება მე-19 საუკუნის უკანასკნელი რომანტიკოსი, გუსტავ მორო, თავის ხელოვნებას “ვნებიან დუმილს“ უწოდებდა. მის ნახატებში მკვეთრი ფერადოვანი გამა ჰარმონიულად ერწყმის მითოლოგიური თუ ბიბლიური სახეების ექსპრესიას. რეალიზმის აყვავებისა და იმპრესიონიზმის ჩასახვის ეპოქაში, მოროს სწრაფვა მითოლოგიური სიუჟეტებისაკენ და წერის უცნაური მანერა, არაერთგვაროვნად აღიქმებოდა. მისი ხელოვნება სრულიად განხსვავდებოდა ეპოქის მხატვრული სტილებისაგან. თუმცა ერთი რამ უდავო იყო - ეს თამამი და ნოვატორული მხატვრის ხელოვნება გახლდათ! კრიტიკოსები მოროს სიმბოლიზმის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. ის კი თავს არ აკუთვნებდა ერთ რომელიმე მიმდინარეობას. მას არ სურდა ყოფილიყო არც უნიკალური , არც დროისაგან მოწყვეტილი და არც ამოუცნობი. საკუთარი თავი უბრალოდ მოაზროვნე მხატვრად ესახებოდა. ყოველთვის ხატავდა იმას, რაც სურდა. შთაგონების წყაროებს პოულობდა ფოტოებში, ჟურნალებში, შუასაუკუნეთა გობელენებში, ანტიკურ სკულპტურებში, აღმოსავლურ ხელოვნებაში. მან შეძლო შეექმნა საკუთარი, ფანტასტური სამყარო, რომელიც დროის მიღმა არსებობდა. “მე არასოდეს მიძებნია სიზმრები რეალობაში და რეალობა სიზმრებში. მე მხოლოდ წარმოსახვას მივეცი თავისუფლება” გუსტავ მორო
მასალები შეგიძლიათ ნახოთ: художественная галерея - моро. DeAGOSTINI ქ. კინწურაშვილი. მე-20 საუკუნის ხელოვნება. თბ 2005
გვერდი მოამზადა: მე-11 კლასის მოსწავლეებმა და ანასტასია ლოლაძე(ხელოვნების მასწავლებელი) e mail anastasialoladze@yahoo.com ტყიბულის #1 საჯარო სკოლა
|
![]() |
![]() |
|
![]() |
|
![]() |
|
![]() |
|