ნანა ბოტკოველი
ბიოგრაფიული მონაცემები
ნანა ვლადიმერის ასული ბოტკოველი დაიბადა 1938 წლის 27 აგვისტოს ქ.თელავში. მისი მშობლები-მამა , ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ბოტკოველი ბრწყინვალე ლიტერატურულ- ისტორიული და ფილოსოფიური განათლებით იყო პედაგოგი. დედა-ალექსანდრა მიხეილის ას გოცირიძე- პედაგოგი.
1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ქ.თბილისში.
1958-1964 წწ. სწავლობდა ქ.თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და ქანდაკების ფაკულტეტის კერამიკის განყოფილებაზე (პედაგოგები-პროფესორები: დ.ციციშვილი, ბ.შებუევი ,ს.ქობულაძე ,შ.მიქატაძე შ.კვასხვაძე ა.ფიცხელაური).
1963-1964 წწ. მონაწილეობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ადრეული და გვიანი ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიურ ექსპედიციებში-მხატვრად.
სწავლობდა და იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ.აღ-ის VI-IIათასწლეულების არქეოლოგიური განათხარის მასალის მიხედვით ორნამენტის წარმოშობასა და მის განვითარებას, პირველი კერამიკული ნიმუშების თიხის შემადგენლობას.
1965 წლიდან მონაწილეობლა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო 150-ზე მეტ ჯგუფურ გამოფენაზე (იტალია,საფრანგეთი,გერმანია,შვეცია,პოლონეთი,ჩეხოსლოვაკია,უნგრეთი,ფინეთი,იუგოსლავია,განა,საბერძნეთი,მონრეალი,შვეიცარია,ბულგარეთი,პორტუგალია,ისლანდია,ინდოეთი,ჰოლანდია,ვიეტნამი,ფილიპინები და ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქი). პერსონალური გამოფენებით მოგზაურობის დროს კითხულობდა ლექციებს უძველესი კერამიკის ისტორიის შესახებ ხელოვნების სხვადასხვა ინსტიტუტში,
1965 წლიდან-სსრკ მხატვართა კავშირის წევრი.
1975 წლიდან-საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
1968, 1970, 1973, 1975, 1978, წლებში მონაწილეობს ორ თვიან შემოქმედებით მივლინებებში, ძინტარის შემოქმედებით სახლში (ლატვია)
1969 წლიდან ეწევა აქტიურ საქველმოქმედო- საზოგადოებრივ მოღვაწეობას -აწყობდა ექსპედიციებს ხალხური ოსტატების , ნიჭიერ მოზარდებისა და ახალგაზრდა შემოქმედთა აღმოსაჩენად. ხელმძღვანელობდა გამოფენის აქტუალურ თემას ,,მეგობრობის ხიდი“
იყო საქართველოს საქველმოქმედო ფონდის ,,ქართული ტრადიციების“ პრეზიდენტი.
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, 2001წლის ზაფხულში , ქალბატონი ნანა ბოტკოველი კურირებდა თელავის პირველ გიმნაზიას ,რომლის მოსწავლეებიც ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ მხატვართან სახლში და ეუფლებოდნენ ძერწვისა და ფერწერის ხელოვნებას.ისმენდნენ რელიგიისა და საქართველოს ისტორიის გაკვეთილებს .
2001 წლის 24 ნოემბერს ნანა ბოტკოველი ტრაგიკულად დაიღუპა.დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
პერსონალური გამოფენები
1969 - პირველი პერსონალური გამოფენა ქ.თბილისში ,,საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული
ურთიერთობის საზოგადოების “
საგამოფენო დარბაზში,
1972 - მეორე პერსონალური გამოფენა ქალაქ თბილისში ხელოვნების მუშაკთა სასახლეში.
1972 - მესამე პერსონალური გამოფენა იყალთოში.
1973 - მონაწილეობდა სამი ქართველი მხატვრის ჯგუფურ გამოფენაზე ქ.დორტმუნდში
(გერმანია)
1974 - მეოთხე პერსონალური გამოფენა ქ.თბილისში ბინაზე
1975 - მეხუთე პერსონალური გამოფენა ქ.თბილისში ხელოვნების მუშაკთა სახლში.,
1976 - მეექვსე პერსონალური გამოფენა ქ.აკრაში (განის დემოკრატიული რესპუბლიკა)
1978 - მეშვიდე პერსონალური გამოფენა ქ.ვარშავაში (პოლონეთი)
1979 - მერვე პერსონალური გამოფენა ქ.ჰელსინკში (ფინეთი)
1982 - მეცხრე პერსონალური გამოფენა ქ.ათენში (საბერძნეთი)
1982 - მეათე პერსონალურიო გამოფენა ქ.თბილიში მხატვრის სახლში
1983 - მეთერთმეტე პერსონალური გამოფენა ქ.სტავროპოლში მხატვრის სახლში
1984 - მეთორმეტე პერსონალური გამოფენა ქ.ლენინგრადში საზაფხულო ბაღის საგამოფენო პავილიონში
1988 - მეცამეტე პერსონალური გამოფენა ქ.თბილისში
1997 - მეთოთხმეტე პერსონალური გამოფენა ქ.თბილისში-“აღდგომის მახარობელნი“
1997 - მონაწილეობდა სამი ქართველი მხატვრის ჯგუფურ გამოფენაზე (ჩეხეთი)
1998 - მეთხუთმეტე პერსონალური გამოფენა ქ.თბილისი,ცისფერი გალერეა.
ინფორმაცია მოძიებულ იქნა 74_ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლის დაჩი ქიზიყურაშვილის მიერ ქალბაონ ნანა ბოტკოველის ქალიშვილის , თეა ბოტკოველსი დახმარებით ,რომელიც ღირსეულად აგრძელებს დედის დაწყებულ საქმეს. ჩვენ ვაგრძელებთ მასთან მეგობრობას და გვინდა კიდევ ბევრი საინტერესო მასალით გავამდიდროთ დაწყებული საქმე და ამით მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ქართველ ხელოვანთა უკვდავსაყოფად.