ირაკლი
თოიძე დაიბადა 1902 წლის 14 მარტს
ახალი ქართული ფერწერის
ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე
თოიძის ოჯახში.
ჯერ კიდევ
პირტიტველა ყმაწვილი მტკვრისპირა
პეიზაჟს წერდა პირველ ნახატს
8 წლისამ ქარაგმულად “ი.თ-ძე”
მიაწერა.
ირაკლი თოიძემ
9 წლის ასაკში შეასრულა
„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები
რომელიც პეტროგრადში გამოიცა.
რუსთაველის პოემას, თურმე,
დიდედა უკითხავდა, რომელიც
ზეპირად სცოდნია. ბავშვობიდან
ბევრს ვარჯიშობდა. ხელი იმდენად
გაიწაფა, რომ 11 წლის მხატვრის
ზოგიერთი ნამუშევარი მოსკოვშიც
გამოფენაზე გაიტანეს, ეს იყო
ავტორის ერთგვარი სადებიუტო
მარათონის ფინალი. იგი მოიცავდა
20 ნახატს, რომლებიც მოსკოველმა
პროფესორმა კუბლინმა შეიძინა
და პეტროგრადელმა მხატვარმა
პსკოვიტინოვმაც ჩაიტანა
ნევისპირა ქალაქში. როცა
კულბინი თბილისს ეწვია და
ლექციები წაიკითხა იმ წლების
ფერწერაზე, ჭაბუკი ირაკლი
თოიძის შემოქმედებით თავისებურებას
შეეხო და მას კარგი მომავალი
უწინასწარმეტყველა. ცნობილმა
საზოგადო მოღვაწემ ი.იმედაშვილმა
ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“
მადლიერებით დაბეჭდა მოსე
და ირაკლი თოიძეების პორტრეტები,
რითაც დასაბამი მიეცა საგვარეულო
ფერწერულ დინასტიას...
ირაკლი თოიძე
საქართველოს ეთნოგრაფიული
საზოგადოების ექსპედიციის
წევრი გახდა და ნაბახტევში
გაემგზავრა ოთხი თვით, მან
სხვებთან ერთად ტილოზე აღბეჭდა
იქაური ისტორიული ძეგლის
უძველესი ფრესკები, მათ შორის,
ქუცნა ამირეჯიბის სახე.
ექსპედიციის მონაწილეებმა
კედლის მოხატულობის ათამდე
პირი ჩამოიტანეს თბილისში.
ექსპედიციამ სახელი მოიხვეჭა
და ამ ამბავმა ი.ჯავახიშვილის
ყურამდეც მიაღწია, დიდი მეცნიერი
ერთ დღეს ნაბახტევს ეწვია
მხატვრების საქმიანობით
აღფრთოვანებულმა პირველმა
ქართველმა მექანიზატორმა
კ. ამირეჯიბმა ექსპედიციის
ყველა მონაწილე ავლევში
დაპატიჟა და მის ჭერქვეშ
მხიარული სტუმრობის შემდეგ
სამახსოვრო სურათიც გადაიღეს.
1925წელს, 23 წლის
ირაკლი თოიძეს პირველი
პერსონალური გამოფენა ჰქონდა
მოსკოვში, შემდეგ მოვიდა სხვა
უფრო დიდი აღიარებები: ოთხგზის
სახელმწიფო პრემია და რსფსრ-ს
სახალხო მხატვრის წოდება.
ი. თოიძის
ნაწარმოებთა ეშხი და სურნელება
კარგად ახსოვთ თბილისელებსაც.
მისი ნიჭი განსაკუთრებით
გაიფურჩქნა საქართველოში
საბჭოთა ხელისუფლების
გამარჯვების შემდეგ. 1921 წელს
მან მამასთან ერთად მხატვრულად
გააფორმა ავტოფორანი, რომელმაც
მონაწილეობა მიიღო მშრომელთა
საპირველმაისო დემონსტრაციაში.
მალე იგი ქართველი მხატვრების
მოძრავ გამოფენად გადააკეთეს
და მას სიამოვნებით ეცნობოდნენ
ჩვენი დედაქალაქისა და თბილისის
ახლომდებარე სოფლების
მშრომელები. ქართული საბჭოთა
მხატვრობის პოპულარობაში
ი. თოიძის წვლილი შეჰქონდა
სააგიტაციო მატარებლის
მეშვეობითაც.
ირაკლი თოიძე
პედაგოგიურ მოღვაწეობას
ეწეოდა. მ.თოიძის მიერ დაარსებულ
სამხატვრო სტუდიაში, რომელიც
1922 წელს დაარსდა. სტუდია ამზადებდა
საშუალო სპეციალური განათლებით
აღჭურვილ ფერმწერებს,
მოქანდაკეებს, გრაფიკოსებს.
ამ სტუდიის სული და გული იყო
ი.თოიძე. 1928 წლამდე სტუდიელთა
ნამუშევრები 28 გამოფენაზე
გაიტანეს და ამაში აქტიურად
მონაწილეობდა ყველაზე ახალგაზრდა
პედაგოგი. პრესა გულთბილად
ეხმაურებოდა ი.თოიძის წვლილს
მომავალი თაობის აღზრდაში,სტუდიამ
700-მდე საშუალო კვალიფიკაციის
ხელოვანი აღზარდა რომელთა
შორის ბევრმა სამხატვრო
აკადემიაში განაგრძო უმაღლესი
განათლების მიღება, მათ შორის
არიან გამოჩენილი ფერმწერები:
უ.ჯაფარიძე, ს.ვირსალაძე,
ს.ქობულაძე ს.კაკაბაძე, კ.სანაძე,
გ.ლეჟავა. ი.თოიძე ფიგურის
კლასს ხელმძღვანელობდა,
სტუდიელებს ანატომიასა და
ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა
და მოსწავლეთა შორის დიდი
ავტორიტეტითა და პატივისცემით
სარგებლობდა.
თბილისში მოწყობილ
ბევრ რესპუბლიკურ გამოფენას
ამშვენებდა ი.თოიძის ნამუშევრები,
რომლებმაც მხატვარს ასობით
მეგობარი და თაყვანისმცემელი
შესძინა. იგი ქმნიდა ფერწერულ
ტილოებს, წიგნების ილუსტრაციებს,
საერთო აღიარება მოიხვეჭა
მისმა ნაწარმოებებმა „ი.ბ.სტალინი
რიონჰესის მშენებლობაზე,“
„საჩუქარი ოქტომბერს“და
თანამედროვე თემაზე დაწერილმა
სხვა ნიმუშებმა.
ირაკლი თოიძემ
თავი გამოიჩინა როგორც საზოგადო
მოღვაწემ. იყო საქართველოს
რევოლუციურ მხატვართა ასოციაციის
ერთ-ერთი ორგანიზატორი და
თავმჯდომარე. ასოციაციის
საკავშირო ყრილობაზე პასუხისმგებელ
მდივნად აირჩიეს და რამდენიმე
წლის განმავლობაში საგულისხმო
წვლილი შეჰქონდა მხატვართა
კავშირის საქმიანობაში.
მხატვრები რ.ორლოვსკი და პ.
კორინი არაერთხელ იხსენიებდნენ
გულწრფელი მადლობით, ყოველთვის
ახსოვდათ თავიანთ საყოფაცხოვრებო
საქმეთა მოსაგვარებლად
ი.თოიძის დახმარება. შემოქმედება
საპატიო დიპლომით აღინიშნა.
ნიჭიერმა მხატვარმა ჩინებულად
გააფორმა ქართული პოეზიის
რუსული ანთოლოგია და საქართველოს
ისტორიის წიგნისათვის 40 ნახატი
შექმნა. საერთაშორისო რეზონანსი
მოიპოვეს „ვეფხისტყაოსნის“
ფერწერულმა გმირებმა. ი.თოიძის
ილუსტრაციებმა შეამკეს
რუსთაველის პოემის ქართული,
რუსული და უცხოური გამოცემები.
ჩეხოსლოვაკიის ხელოვნების
მოყვარულებისათვის ახლობელი
გახადა იქ გამოცემული მონოგრაფია,
რომელიც სახელმწიფო პრემიის
ოთხგზის ლაურეატის ირაკლი
თოიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას
მიეძღვნა. ირაკლი თოიძე ასევე
მრავალი პლაკატის ავტორია:
„რევოლუცია“(1928წ), „კარნავალი“(1928წ),
„სტალინი რიონჰესზე“ (1928წ),
„შეფების საჩუქარი“ (1931წ) და
აშ.
მხატვართა
კავშირმა თბილისის საქალაქო
მუზეუმის დაკვეთით 1926-1927წ,
შეასრულა თბილისის ხედების
რამდენიმე გრაფიკული და
ფერწერული სერია. 1932წლის 2
აპრილს საბჭოთა კავშირის
მიერ მიღებული იქნა დადგენილება
შემოქმედებით ორგანიზატორების
მუშაობის გარდაქმნის შესახებ,
გაუქმდა ყველა არსებული
შემოქმედებითი გაერთიანება
და შეიქმნა ერთიანი დარგობრივი
კავშირები. 1933 წელს დაფუძნდა
საქართველოს მხატვართა
კავშირი. ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ
ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი
მოვლენა იყო 1937 წელს ჩატარებული
„ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის
იუბილე, რომელშიც აქტიური
მონაწილეობა მიიღეს მხატვრებმაც.
შეიქმნა რუსთაველის ცხოვრების,
მისი ეპოქის ამსახველი
ნაწარმოებები, პორტრეტები.
ჩატარდა რუსთაველის ქანდაკების
პროექტთა კონკურსი, რაშიც
განსაკუთრებით ფართოდ იყო
წარმოდგენილი მოქანდაკეთა
ახლგაზრდა თაობა პირველი
პრემია მიენიჭა მოქანდაკე
მ.ბერძენიშვილსა და არქიტექტორ
თულაშვილს შეეხო(ქანდაკება
დაიდგა 1942 წელს). პოემის ახალი
გამოცემებისათვის შექმნეს
ილუსტრაციების სერიები:
ლ.გუდიაშვილმა,ი. ნიკოლაძემ,
თ.აბაკელიამ და ი.თოიძემ.
იუბილესთვის შეიქმნა ორი
ბარელიეფი, ერთ-ერთი მათგანი
-ტერაკოტის ოვალი პოეტის
პროფილით-ყველაზე პოპულარული
გახდა.
ყველაზე პოპულარული
ირაკლი თოიძე გახდა ვეფხისტყაოსნის
12 ილუსტრაციით, რუსული
გამოცემისთვის. ეს გახლავთ
ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია
ისეთი დიდი მხატვრების გვერდით
როგორიცაა: ლადო გუდიაშვილი,
სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია,
ნათელა იანქოშვილი, ლევან
ცუცქირიძე და სხვანი. ირაკლის
ფერწერული ილუსტრაციები
გამოირჩევიან ეროვნულობით.
აქ გმირობა და რუსთაველისეული
სიყვარულისა და ერთგულების
უნარი ხილულია.