კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი სკოლების წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან, უნდა დაუკავშირდნენ “ირმის ნახტომის” ჰუმანიტარული პროექტების განყოფილებას, ტელეფონზე 91 05 50 ან 91 05 52, და დააფიქსირონ მათ მიერ შერჩეული ხელოვანის გვარი იმ სიიდან, რომელიც შედგენილია “ირმის ნახტომის” ჰუმანიტარული პროექტების განყოფილებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელ ხელოვანთა შესახებ ინფორმაციების და ვიზუალური მასალის მოძიება როგორც ინტერნეტში, ისე საქართველოს ბიბლიოთეკებში ბევრად იოლია, ვიდრე – ქართველ ხელოვანთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, საკონკურსო კომისია უპირატესობას მიანიჭებს ქართველ ხელოვანთა შესახებ წარმოდგენილ საცნობარო მასალებს.
თითოეულ სკოლას შეუძლია ჩვენს მიერ წარმოდგენილი სიიდან შეარჩიოს მხოლოდ ერთი ქართველი ან/და მხოლოდ ერთი უცხოელი ხელოვანი.
ტექსტები აკრეფილი უნდა იყოს uni-კოდირების ქართული ფონტებით. ამ ფონტების მოძიება და ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.fonts.ge
ელექტრონულ საცნობარო პორტალზე მასალების განთავსების ბოლო ვადაა 2007 წლის 7 დეკემბერი.