მონაცემების შეტანის ინსტრუქციები
საკონკურსო პირობების თანახმად, სკოლები თავად უზრუნველყოფენ ხელოვანთა შესახებ მოპოვებული მასალების ელექტრონული ცნობარის ერთიან ვებგვერდზე - www.art.dlf.ge - მათთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსებას.
წინამდებარე ინსტრუქცია თქვენი ელექტრონული ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებაში დაგეხმარებათ.
ვებგვერდის მარცხენა ზოლში ჩანს ნავიგაციის მენიუ შემდეგი ბმულებით:
მთავარი მენიუ
მომხმარებლის პარამეტრები
მთავარი მენიუ
ქართველ და უცხოელ ხელოვანთა ელექტრონული ცნობარის მარცხენა ზოლი მთავარ მენიუს უკავია შემდეგი ბმულებით:
კონკურისის შესახებ - მოცემულია ინფორმაცია საკონკურსო პირობების შესახებ, ასევე ხელოვანთა ირგვლივ მოპოვებული მასალების ელექტრონულ სივრცეში განთავსებისათვის საჭირო ინსტრუქციები.
ხელოვანები - ავტომატურად აიტვირთება თქვენს მიერ დამუშავებული ქართველი და საქართველოში მოღვაწე/უცხოელი ხელოვანების შესახებ შეგროვებული ინფორმაციები.
მთვარი მენიუ ჩანს, როგორც ჩვეულებრივი ვიზიტორისთვის, ასევე სისტემაში შესული მომხმარებლისთვის.
თქვენთვის გამოყოფილ ვებსივრცეში შესვლისა და პროექტის განთავსებისათვის, საჭიროა აკრიფოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ”ირმის ნახტომის” ადმინისტრაციასთანაა შეთანხმებული.
მომხმარებლის სახელით სისტემაში შესვლის შემდეგ ნავიგაციის მენიუში გაჩნდება ”მომხმარებლის მენიუ”. აქ განთავსებულია მომხმარებლისთვის საჭირო ბმულები:
მომხმარებლის პარამეტრები - ძირითადად გამოიყენება მომხმარებლის პაროლის შესაცვლელად
ახალი გვერდის შექმნა - აქ შეგიძლიათ თქვენს მიერ მომზადებული ელექტრონული ინფორმაციების ვებსივრცეში განთავსება, სურათების ატვირთვა, რედაქტირება.
გასვლა - რედაქტირების სისტემიდან გასვლა
ინფორმაციის განთავსება
ინფორმაციის ვებგვერდზე განსათავსებლად, შედით მომხმარებლის რეჟიმში განთავსებულ ბმულში: ”ახალი გვერდის შექმნა”. სისტემაში გამოჩნდება ფანჯარა შემდეგი პუნქტებით:
Title - აქ მიუთითეთ თქვენს მიერ მომზადებული ხელოვანის სახელი და გვარი
Body - აქ განათავსეთ თქვენს მიერ მომზადებული ტექსტური ინფორმაციები. გრაფის ზემოთ განთავსებულია გვერდის გაფორმებისთვის საჭირო სტანდარტული ინსტრუმენტები, რომლებიც გვხდება ასევე საოფისე პროგრამებში.
ამას გარდა გეძლევათ რამოდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელიც ვებგვერდების შექმნის დროს გამოიყენება:
გრაფიკული გამოსახულების (ფოტო, ნახატი) ჩასმა
ამ ინსტრუმენტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გრაფიკული ელემენტების ჩასმა
გრაფიკული გამოსახულების ჩასმა ხდება შემდეგნაირად: დააწკაპუნეთ გრაფიკული ელემენტის ჩასმის ღილაკს (იხილეთ სურათი - წითლად შემოხაზული), რის შემდეგაც გამოვა გრაფიკული გამოსახულების დიალოგური ფანჯარა
წითლად შემოხაზულ ღილაკზე დაწკაპუნებით გამოვა გამოსახულების ასარჩევი ფანჯარა
ღილაკით "Browse" ახდენთ სასურველი გამოსახულების (უმჯობესია იყოს .jpg, .gif, .png ტიპის) ფაილის არჩევას და ღილაკით "Upload File" ახდენთ ფაილის ატვირთვას სერვერზე, თქვენთვის გამოყოფილ საგანგებო სივრცეში, სადაც შეინახება თქვენი გამოსახულებები. მათი წაშლა და გამოყენება შემდგომშიც შეგეძლებათ.
წითლად შემოხაზულ ბმულზე (add) დაწკაპუნებით ამორჩეული ფაილის მდებარეობა ჩაჯდება ჩასმის დიალოგში, საიდანაც, "Insert" ღილაკზე დაწკაპუნებით გამოსახულება ჩაჯდება გვერდში.
ბმულის შექმნა
ბმულის შესაქმნელად მონიშნეთ ის სიტყვა, ან სიტყვების ჯგუფი, რომლის ბმულად ქცევა გინდათ, ხოლო შემდგომ დააწკაპუნეთ ბმულის ღილაკზე
ბმულის დიალოგურ ფანჯარაში შეიტანეთ იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზეც გინდათ, რომ იყოს მიბმული მონიშნული სიტყვა და დააჭირეთ ღილაკს "Insert"
ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციების ატვირთვის შემდეგ, გვერდის ბოლოში მოცემულ Menu Settings გრაფაში მიუთითეთ ინფორმაციები შემდეგ პუნქტებში:
სათაური - ხელოვანის სახელი და გვარი
ზემდგომი პუნქტი - ჩამონათვალიდან შეარჩიეთ ”საკონკურსო გვერდები”
სამუშაოს დასრულების შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე: Submit.
თქვენი ნამუშევარი, შესაბამისი ხელოვანის სახელით, განთავსდება მარცხენა ზოლში ნავიგაციის მენიუში არსებული ”საკონკურსო გვერდების” ბმულის ქვეშ, რომელიც ჩანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე მომხმარებლის სახელით ხართ შესული.
ტექსტის რედაქტირების საჭიროების შემთხვევაში, დააწკაპუნეთ საკონკურსო გვერდების ბმულის ქვეშ, თქვენს მიერ განთავსებულ ხელოვანის სახელზე. სისტემაში გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ზედა გრაფაში ჩანს ინსტრუმენტი ”რედაქტირება". ამ ინსტრუმენტზე დაწკაპუნებით ტექსტი გადადის რედაქტირების რეჟიმში და თქვენ შესძლებთ მასში სასურველი ცვლილების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ვებ-გვერდს ქვებმულებს მიაბავთ (მაგ., ბიოგრაფია, გალერეა და ა.შ.), “ზემდგომი პუნქტის“ ჩამონათვალში უნდა მიუთითოთ თქვენს მიერ შექმნილი ხელოვანის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვებმული საკონკურსო გვერდების ქვეშ განთავსდება, როგორც ცალკე ვებგვერდი.