ბიოგრაფია შემოქმედებითი გზა გალერეა ავტორის შესახებ
ბიოგრაფია
გამოჩენილი ქართველი პორტრეტისტის საქართველოს სახალხო მხატვრის ქ. მაღალაშვილის სახელი ფართოდაა ცნობილი და სიყვარულით მოიხსენიება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იგი სამხატვრო სარბიელზე ქართული ხელოვნების ჩამოყალიბების პირველსავე წლებში გამოვიდა და მის ფუძემდებელთა რიცხვს განეკუთვნება. მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები სამართლიანად შევიდა საქართველოს ეროვნული კულტურის საგანძურში. ქ.კონსტანტინეს ასული მაღალაშვილი დაიბადა 1894 წლის 19 აპრილს ქ. ქუთაიში სახელმწიფო მოხელის ოჯახში. ხატვისადმი მიდრეკილება მან მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან, რომელიც მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. საშვალო განათლება ქეთევანმა თბილისში მიიღო. 1911 წელს იგი შევიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც ასწავლიდნენ ცნობილი მხატვრები: მ. თოიძე, ო. შმერლინგი, ე. თათევოსიანი და მოქანდაკე ი. ნიკოლძე. 1915 წელს ქ. მაღალაშვილი შედის მოსკოვის ფერწერის, ძერწვის და ხუროთმომძღვრების სკოლაში რომელიც იმ დროს სამართლიანად ითვლებოდა რუსეთის ყველაზე მოწინავე სამხატვრო სასწავლებლად. აქ იგი მეცადინეობს კასატკინის, კორინისა და მილორადოვიჩის ხელმძღვანელობით. მუზეუმებში და გამოფენებზე ეცნობა სხვა გამოჩენილ რუსი მხატვრების შემოქმედებას. განსაკუთრებულ შტაბეჭდილებას ახდენს მასზე ვ.სეროვის, კ.კოროვინის და მ.ვრუბელის ნაწარმოებები. ახალგაზრდა მხატვარმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში გამოამჟღავნა განსაკუთრებული ინტერეს პორტრეტისადმი. იმ პერიოდის ნამუშევრები მოწმობენ, რომ რეალისტური საფუძველი, რომელიც ჩაეყარა მის შემოქმედებაში თბილისის პირველ სამხატვრო სასწავლებელში, კიდევ უფრო განმტკიცდა მოსკოვში სწავლის პერიოდში. მაგრამ ქეთევანმა ვერ შეძლო სწავლის კურსის დასრულება. 1917 წლის რევოლუციამ თბილისში მოუსწრო და იძულებული გახდა სამშობლოში დარჩენილიყო. ფერწერას ქ. მაღალაშვილი დაუბრუნდა მხოლოდ 1921 წლიდან, როდესაც მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული სურათების გალერეის ბიბლიოთეკაში. გალერეა იმ დროისათვის საქართველოს სამხატვრო ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი იყო. მისი დამაარსებელი და დირექტორი დ. შევარდნაძე უწყობდა ხელს ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებით საქმიანობას. სამუშაოდან თავისუფალ დროს ქეთევანი მთლიანად ანდომებდა პორტრეტებზე მუშაობას. მეგობარი მხატვრები სიამოვნებით ასრულებდენ ნატურის მოვალეობას. ასე ჩაეყარა საფუძველი მის მიერ შექმნილი ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა პორტრეტების დიდ გალერეას. 1923 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატმა მხატვრული განათლების დასამთავრებლად იგი პარიზს მიავლინა. აქ მაღალაშვილი შეხვდა ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს: ე. ახვლედიანს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს, რომლებიც იმ დროს აგრეთვე სწავლობდნენ და მუშაობდნენ პარიზში. საფრანგეთში მაღალაშვილი შედის ცნობილ კოლოროსის აკადემიაში, გატაცებით მუშაობს პორტრეტებზე, ეცნობა მსოფლიო ხელოვნების შედევრებს პარიზის მუზეუმებში, ხოლო გამოფენებზე-დასავლეთის უახლესი ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს. 1926 წელს ქ. მაღალაშვილი საქართველოში ბრუნდება. იგი მუშაობს ხელოვნების მუზეუმში, რომელიც შეიქმნა სურათების გაელრეის საფუზველზე. ასრულებს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ნიმუშებისა და მინიატურების შესანიშნავ პირებს. 1937 წლიდან მაღალაშვილი ტოვებს მუზეუმს და მხოლოდ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. ამ დროიდან მისი მუშაობა განსაკუთრებულად ინტესიური ხდება. იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ ყველა-როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო გამოფენებში. წლების განმავლობაში დაძაბულ შემოქმედებითი შრომის შედეგად ქ. მაღალაშვილმა შექმნა მნიშვნელოვანი გალერი პორტრეტებისა და გალერიაში განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი შემოქმედებითი ინტელიგენცია: მხატვრები და მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები და პოეტები. ამ თვალსაზრისით ქ. მაღალაშვილის ნაწარმოებები ჭეშმარიტად ფასდაუდებელი დოკუმენტია, ურომლისოდაც ჩვენი წარმოდგენა ქვეყნის კულტურული ცხოვრების წარმომადგენელთა მთელი თაობის შესახებ არასრული იქნებოდა. უფროსი თაობის მხატვრებისაგან განსხვავებით, რომელნიც უპირატესობას პორტრეტს- ტიპს, პორტრეტს-ჟანრს ანიჭებდა და იშვიათად მიმართავდნენ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, მაღალაშვილი, უწინარეს ყოვლისა, სწორედამგვარი პროტრეტის ოსტატად გვევლინება. მეორეს მხრივ მისი ნაწარმოების შესრულების მანერა არსებითად განსხვავდებოდა ადრეული ხანის ფერწერულ პრინციპებისაგან თავის თავად, კლასიკურად ნათელი კომპოზიციით, კეთილშობილი, რბილი და ჰარმონიული ფერადოვანი გამითა და მსუბუქი ერთფეროვანი წერის მანერით. მის საიკეთესო პორტრეტში სახის ფსიქოლოგიური დახასიათება დიდ დამაჯერებლობას და სიმძაფრეს აღწევს. მაყურებელი მათში ამოიცნობას ამა თუ იმ იმ შემოქმედების ტემპერამენტს, ნათლად გრძნობს სიხალისეს, პოეტურ თუ გმირულ ხასიათს, ხოლო ზოგჯერ ფარულ ტრაგიკულობასაც. მაღალაშვილის პორტრეტების უმრავლესობა შესრულებულია ზეთის ფერებით. იგი სრულყოფილად ფლობს ამ ტექნიკას. უფრო იშვიათად მუშაობს იგი პასტელით, მაგრამ როგორი ტექნიკითაც უნდ იყოს შესრულებული მისი ნაწარმოებები, მათში ყოველთვის გვხიბლავს ფერწერის მაღალი ოსტატობა. პორტრეტის გვერდით იგი სიამოვნებით წერს ნატურმორტებს. ეს სურათები გვიზიდავენ დახვეწილი კომპოზიციით და კოლორიტით. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მხატვარი ზოგჯერ პეიზაჟზეც მუშაობდა. მის მიერ ტილოზე აღბეჭდილი ბუნების სურათები გამოირჩევიან ლირილობითა და პოეტური განწყობილებით პარიზისა და მის მომდევნო პერიოდში, ე.ი 20-იან და 30-იან წლებში მაღალაშვილი ეტიუდის ხასიათის პორტრეტების გვერდით ქმნის სავსებით დასრულებულ ნაწარმოებებს, მაგრამ მთელი ამ პერიოდისათვის მაინც ფერწერა. 40-იან და 50-იან წლების პირველი ნახევრი პორტრეტები შედარებით უფრო მკვრივადაა დაწერილი. ქ. მაღალაშვილი თავისი თავის მიმართ მეტად მომთხოვნი და ღრმად პრინციპული ხელოვანი იყო. თითოეული მისი ნაწარმოებები ჭეშმარიტი შემოქმედებითი წვის ნაყოფია. ეს ცეცხლი კვლავ ძველებურად ძალითა და სისპეტაკით ღვივის. 1984 წლის აპრილში დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა საქართველოს სსრ სახალხო მხატვარს ქეთევან კონსტანტინეს ასულ მაღალაშვილს. იგი ეკუთვნის ქართულ საბჭოთა ხელოვნების ოსტატთა უფროსი თაობის ბრწყინვალე წარმომადგენელთა რიცხვს, ისეთი დიდი და მკაფიო მხატვრების გვერდით როგორებიც იყვნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი ქ. მაღალაშვილმა თავიდანვე დაიმკვიდრა თავისი საპატიო ადგილი. მხატვარი ქალის შემოქმედება ფრიად საინტერესოა. იგი მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხურორთმოძვრების სასწავლებელში სწავლობდა კ. კოროვინსა და ნ. კასატკინთან. მრავალმხრივია მისი შემოქმედება. იგი მუშაობდა პეიზაჟის, ნატურმორტის პორტრეტის ჟანრში და მაინც ძირითადი თემა მისი შემოქმედების არის პორტრეტი. ქ. მაღალაშვილი ფსიქოლოგიური პორტრეტის სწორუპოვარი ოსტატი იყო. თავისი შემოქმედებითი გზების ძიებისას იგი ცდილობდა სრულად გადმოეცა პროტოტიპის მსგვასება, გადმოეცა, მისი შინაგანი და გარეგანი სამყარო. მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგული დარჩა რეალისტური პორტრეტის პრინციპისა, რომელიც ავითარებდა გასული საუკუნის, კერძოდ, თბილისური სკოლის პორტრეტული ფერწერის ტრადიციას. თავისი მოღვაწეობის მანძილზე ქ. მაღალაშვილმა შექმნა პორტრეტთა ფართო გალერეა. ამ გალერეაში უკვდავყოფილია ხალხის საყვარელ მწერალთა, მსახიობთა, მხატვართა, მუსიკოსთა, მეცნიერთა, მშრომელთა სახეები. ამ პორტრეტებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის კულტურის საგანძურში. დიდი ქართველი მხატვარ-პორტრეტისტი ქალის ხელოვნება მნიშვნელოვანია, რამეთუ იგი ამკვიდრებს ადამიანში მარადიული მშვენიერების საწყისს. მკითხველთა ფართო წრეებისათვის მხატვრის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით საქ. სსრკ მარქსის სახ. სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიის განყოფილებამ მოამზადა საძიებელი.
შემოქმედებითი გზა
ქ. მაღალაშვილი დაიბადა 1894 წელს 7(19) აპრილს ქ. ქუთაისში 1896 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანეს კულტურის ცენტრში. საშვალო განათლება მიიღო ქალთა მესამე გიმნაზიაში. 1912 წელს ჩააბარა საკონკურსო გამოცდები თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. სადაც 2 წელიწადი სწავლობდა
1914 წელს ქ. მაღალაშვილი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. 1915 წელს იგი შედის ფერწერის ძერწვის და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მას ფერწერის საუკეთესო ოსტატები ვ/გ/ პეროვის მოწაფე ნ.ა კასატკინა და კ. კოროვინი ასწავლიდნენ.
1917 წელს ბრუნდება თბილისში და იწყებს მასალების შეგროვებას ქართულ ნაციონალური ტანსაცმლის ესკიზების შესაქმნელად, გიორგი ჯაბადარის თეატრ-სტუდიისთვის. 1918-1919წლებში მონაწილეობს საქართველოს მხატვართა საზოგადოების მიერ ორგანიზებული ექსპედიციაში რომელთა მიზანი იყო ძველ ქართული ფრესკებიდან ასლების გადაღება.
1921-მუშაობას იწყებს ნაციონალური სურათების გალერიაში. ამ წლიდან ქ. მაღალაშვილი ქართველ მხატვართა საზოგადოების წევრია.
1922-ხატავს ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის პორტრეტს. 1923-იგზავნება სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგაღეთ 5 თვის განმავლობაში სწავლობს გერმანიაში, კერძო სკოლაში.
1923-1926 მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად პარიზში, აქ იგი კოლაროსის კერძო აკადემიაში ესწრება მეცადინეობას. 1924-ამთავრებს ელენე ახვლედიანის პორტრეტს პარიზული პერიოდის I ნამუშევარს.
1926 თებერვალში ტოვებს პარიზიდან ბრუნდება. საქართველოში მის შემდგომ ცხოვრება და მოღვაწეობა თითქმის მთლიანად დაკავშირებულია თბილისთან. 1926-სამუშაოდ ბრუნდება ნაციონალურ სურათების გალერეაში მხატვარ რესტავრატორად და ასლების გადამღებად.
1926-ქართველ მხატვართა საზოგადოების გამოფენა თბილისი. 1927-მხატვრული გამოფენა `საბჭოთა კავშირის ხალხთა ხელოვნებქა მოსკოვი. გამოფენა, მიძღვნილი ოქტომბრის რევოლუციის 10 წლისთავისადმი. თბილისი. 1927-მისკოვში საიუბილეო გამოფენა, რომელიც ჩატარდა დევიზით `სსრკ ხალხების ხელოვნება 1929 გერმანიაში, ძველი ქართული ხელოვნების გამოფენა, იგზავნება ქ. მაღალაშვილის მიერ შესრულებული დავით-გარეჯის მონასტრის X-XI საუკუნეების ფრესკის `საიდუმლო სერობის~ ასლი.
1933-გადაიღო ხახულის ღვთისმშობლის ხატის მონარქის ასლი ამავე წელს გადაიღო ასლები სოფელ ნაბახტევის ეკლესისს ფრესკებიდან. 1934-თბილისში საბჭოთა საქართველოს მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაღალაშვილის ნამუშევრები და აგრეთვე გამოფენა მიძღვნილი ვ. ი. ლენინის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი. თბილისი. 1935- გამოფენა, მიძღვნილია 1905 წლის რევოლუციის 30-წლსთავისადმი. თბილისი. 1935-შეასრულა გელათის მოზაიკის ასლი /მთავარანგელოზ გაბრიელას თავი/
1936-შექმნა პორტრეტი `ი.ბ. სტალინის.
1902 წელს~ 1936-თავს ანებებს გალერიაში მუშაობას და მთლიანათ ეძლევა შემოქმედებით მუშაობას. ხატავს მეორე ჯგუფის პორტრეტს, რომელზეც გამოსახულნი არიან მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე მხატვარი ელ. ახვლედიანი და მსახიობი თამარ ჭავჭავაძე.
1937-მოსკოვში, საბჭოთა სახვითი ხელოვნების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი ნამუშევრები. გამოფენა მიძღვნილია ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავისადმი. თბილისი. და აგრეთვე გამოფენა მიძღვნილია შოთა რუსთაველის პოემის `ვეფხვისტყაოსნის~ 750 წლისტავისადმი.
1938-საქართველოს მხატვართა და ქანდაკების გამოფენა, თბილისი. 1939- ქართველ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა. თბილისი. ახალგაზრდა მხატვართა საერთაშორისო გამოფენა, მიძღვნილ კომკავშირს 20 წლისთავისადმი. მოსკოვი.
1940-კიევში, საბჭოთა საქართველოს თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე, წარმოდგენილი იყო ქ. მაღალაშვილის ნამუშევრები. 1941-ნხატვარ სოლიკო ვირსალაზეს პორტრეტს. ამავე წელს ქმნის პიანისტი ქალის ვ.კუფტინა სტეიშენკოს პორტრეტს. 1942-ხატავს სსრკ სახალხო არტისტის სვიტოსლავ რიხტერის პოტრეტს.
1943-საიუბილეო მხატვრული გამოფენა, მიძღვნილი წითელი არმიის 25 წლისთავისადმი, სადაც იყო მაღალაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი. 1944-მოსკოვში, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკის და რსფსრ-ს ოლქები მხატვართა ნამუშევრების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქ. მაღალაშვილის ნახატები. 1946-საერთაშორისო მხატვრული გამოფენა. მოსკოვი ქართული ხელოვნების გამოფენა მიძღვნილი საბჭოთა საქართველოს 25 წლისთავისადმი.
1946 წლს ქ. მაღალაშვულ მიენიჭა საქ.სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეობის წოდება 1947-საერთაშორისო მხატვრულ გამოფენაზე მიძღვნილი დიდი ოქტომბრის სოციალური რევოლუციის XXX-ე წლისთავისადმი.
1948-აირიჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტადად. 50-იანი წლების დასაწყისში ქმნის ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების პროტესტები: ნ. ვაჩნაძის, ნუცა ჩხეიძის უშანგი ჩხეიძის, სერგო ზაქარიაძისა და სხვათა.
1948-ქართველ მხატვართა ნამუშევრების მოძრავი გამოფენა საქართველოს რაიონებში 1949-ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა თბილიში. 1950-საერთაშორისო მხატვრული გამოფენა მოსკოვი.რესპუბლიკური მხატვრული გამოფენა .თბილის. 1951-ქართველ მხატვართა დიდი ჯგუფი მიემართება სამგორის წყალსაცევის მსენებლობაშე სადაც ხარავს მოწინავე მშენებლებს პორტრეტებს. 1952-საქართველოს ახალმშენებლობისათვისმიძღვნილი და ესკიზების გამოფენა.
1953-რესპუბლიკური მხატვრული გამოფენა. თბილისი. 1953-ხატავს ს. ვირსალაძეს და რეჯისორ კ. მარჯანიშვილის პორტრეტებს. 1954-მიემგზავრება ჩარგალში სადაც ხატავს ვაჟა-ფშაველას მეუღლეს თ. რაზიკაშვილის პორტრეტს. 1955-ქარტული ხელოვნების რეტროსპექტიული გამოფენა სადაც იყო ქ. მაღალაშვილის ნახატები.
1956-საქართველოს საბჭოს სახვითი ხელოვნება გამოფენა. მოსკოვი. ქალ-მხატვართა ნამუშევრების გამოფენა დაკავშირებული საერთაშორისო სემინარიასთან `ქალთა თანასწორობა საბჭოს კავშირში~ მოსკოვი. 1957-მოსკოვში მხატვართა I საერთაშორისოყრილობისადმი მიძღვნილი ფერწერის ქანდაკებისა და გრაფიკის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქ. მაღალაშვილის ნამუშევარი. 1958-ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა მოსკოვი. საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა კომკავშირის 40 წელი. მოსკოვი.
1959-ჰოლანდიაში ქართული საბჭოთა სახვითი ხელოვნების გამოფენა. ქალ-მხატვართა გამოფენა, მიძღვნილი ქალთა საერთაშორისო დღის 50 წლისათვისადმი.. სადაც გამოფენილი იყო ქ. მაღალაშვილის ნამუშევრები. 1960-საქართველოს ქალ-მხატვართა გამოფენა მიძღვნილია ქალთა საერთაშორისო დღის-8 მარტისადმი. 1961-თბილისში გაიხსნა ქ. მაღალაშვილის I პერსონალური გამოფენა.
1961- მიენიჭა საქ.სსრ სახალხო მხატვრის სახელი. 1962-ხატავს აკადემიკოს ა. ზურაბიშვილის პოტრეტრს. 1963-ქართველ მხატვართა საშემოდგომო გამოფენა. 1964-საბჭოტა საქართველოს მხატვართა გამოფენა. რიგა. ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. 1965-ხატავს პროფესორ დ.გ. იოსელიანს.
1966-რესპუბლიკური გამოფენა მიძღვნილ შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი. თბილისი. 1967-ქმნის კ. გამსახურდიას პორტრეტს.
1968-ქ. მაღალაშვილის და ე. ახვლედიანის ნამუშევართა გამოფენა. ქ მახალაშვილის სურათების გამოფენა რიხტერის სახლში. მოსკოვი. 1969-ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენა.
1970.-რესპუბლიკური გამოფენა მიძღვნილი ვ.ი.ლენინის დაბადების 100 წლისთავისადმი. 1971-ამიერკავკასიის მხატვართა გამოფენა. მოსკოვი. 1972- ეწყობა ქ.მაღალაშვილი პერსონალური გამოფენა თბილისში. 1973-საქართველოს სახალხო მხატვრის ქ. მაღალაშვილის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა. მოსკოვი.
1973. 30/V ქ. მაღალაშვილი გარდაიცვალა თბილისში დასაფლავებული საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გალერეა
კონკურში მონაწილეობა მიიღო:
1)აკაკი ცუცქირიძემ
2)ელენე რთველაძემ
3)ნინო დემურაძემ
მასწავლებელი: გელაშვილი ქეთინო
ტექნიკური დამხmარე: საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი გულიაშვილი ხათუნა.
145-საჯარო სკოლა
დირექტორი: ნინო ნატროშვილი.