სწავლის წლები შემოქმედება გალერეა
|
ირაკლი გამრეკელი |
შესავალი
საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, სადაც სახვით ხელოვნებას დიდი ყურადღება ექცეოდა, თუმცა სხვადასხვა ეტაპზე წამყვანი იყო მისი სხვადასხვა დარგი. შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანია მონუმენტური და მინიატურული ფერწერა, რომელმაც XVIII საუკუნის დასასრულისათვის დაკარგა წამყვანი მნიშვნელობა, მაგრამ სხვადასხვა ფორმებით არსებობას განაგრძობდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან წამყვანი ხდება მხოლოდ პორტრეტი და ფაქტიურად ის გარდამავალი საფეხურია ძველი ტრადიციული ფორმებიდან ახლისაკენ. მხოლოდ 80-იანი წლებიდან იწყება ქართული ფერწერის თვისობრივად ახალი ეტაპი და იქმნება დაზგური ხასიათის ნამდვილი რეალისტური ფერწერა. დაზგური ფერწერის პარალელურად XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩამოყალიბებას იწყებს პროფესიული ქართული თეატრალური მხატვრობა. ამ პერიოდში სამოღვაწეო ასპარეზე გამოდიან მხატვრები: ვალერიან სიდამონ ერისთავი, (1889-1943 წწ), ირაკლი გამრეკელი (1894-1943 წწ.)პეტრე ოცხელი (1907-1937) და სხვები, რომელტაც სახვითი ხელოვნების ამ დარგში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნეს. საქართველოში ამ დროს ყალიბდება ახალი მხატვრული მსოფლმხედველობა, ახალი ტიპის ფერწერა ასევე აღინიშნება ახალი ეროვნული ფორმების ძიება. სცენოგრაფიაში ჩნდება მეტად საინტერესო სიახლები, რაც გამოიხატება მხატვრობაში მანამდე უცნობი ფორმებისა და ხერხების გამოყენებაში. მაგალითად, ესაა “არქიტექტურული“ სივრცითი ნაგებობანი თუ ბრტყელი აბსტრაქტულ გეომეტრიული კონსტრუქციები. უკან ფარდაზე გაშლილი პანორამები,მბრუნავი წრე, რომელიც მიზანსცენების სწრაფი მონაცვლეობის შესაძლებლობას ქმნიდა, წამყვანი გახდა ხაზგასმით პირობითი ფორმები. ასევე მნიშვნელოვანია განათების როლი, რომელიც ხელს უწყობდა სპექტაკლის ხასიათის, განწყობილების გადმოცემას. ამ სიახლეთა ფონზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს მხატვარი ირაკლი გამრეკელი. იგი ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსია. ხანმოკლე სასცენო მოღვაწეობის მიუხედავად (1922-1943 წწ), მისი სცენოგრაფიული შემოქმედება ქართული თეატრალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წარმმართველ ძალად გვევლინება. გარად იმისა, რომ იგი კუბიზმ-ფუტურიზმის ერთ-ერთ პირველ შემომტანად ითვლება ქართულ სახვით ხელოვნებაში, ირაკლი გამრეკელმა ქართულ სცენოგრაფიაში დანერგა პირობითობის ესთეტიკა და განავითარა იგი ეროვნული გემოვნების საფუძველზე. XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ხელოვნებაში ძლიერია მოდერნისტული ტენდენციები. 1919 წელის მოეწყო ქართულ მხატვართა პირველი გამოფენა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის ვ. სიდამონ-ერისთავი, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, დ. შევარდნაძე,დ. თავაძე, ელ. ახვლედიანი, ირ. გამრეკელი. გამოფენაზე აშკარად გამოიკვეთა ქართველ მხატვართა მისწრაფება დასავლეთ ვეროპიდან შემოსული აბსტრაქტული ფორმების გათავისებისაკენ. მაგრამ ეს ხდებოდა ეროვნული ტრადიციებისა და ახალი მიმდინარეობის ბუნებრივი შერწყმით.
ბიოგრაფია
ირაკლი გამრეკელი დაიბადა 1894 წლის 6 მაისს ქ.გორში, მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1911-1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ ხატვის კურსებზე. 1917-1918 წლებსში სწავლობდა დონის როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტსში, ხოლო 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ამავე დროს მუშაობა დაიწყო თბილისის ერთ-ერთ კლუბში მხატვრად. მეოთხე კურსზე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა შეწყვიტა და საბოლოოდ გადაწყვიტა მხატვრობისთვის მიეძღვნა თავი. 1916-1926 წლებშია შექმნილი მისი დაზგური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ასევე შექმნა ილუსტრაციები გრ. რობაქიძის რომანისთვის „გველის პერანგი“, კარლო კალაძის პოემებისათვის „ძახილი მთაში“, „ქურდი“, „რჩეული“და სხვა.1922 წელს ქართველ მხატვართა გამოფენაზე წარმოდგენილია „სალომეას“ ციკლი. 1923 წლიდან რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარია .1924 წლიდან ქართული ფურუტისტული ჟურნალის „H 2S04“ რედკოლეგიის წევრი და მხატვრული გამფორმებელია 1926-1629 წლებში ორგანიზაცია „დურაჯის“ წევრია. 1929 წელს ქართული ექსპრესიონისტული ფილმის „ჩემი ბებია“ მხატვარი. მუსშაობდა მოსკოვში. ა. ტაიროვის კამერულ თეატრსში, ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში, კიევისა და ბაქოს თეატრებში. ირაკლი გამრკელს 1934 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1936 წელს დაჯილდოვდა საპატიო ნისშნის ორდენით. მხატვარი 1943 წელს გარდაიცვალა თბილისში.
ქ. თბილისის მე-11 საჯაო სკოლა, პედაგოგი : ნინო მაღალდაძე, ინფორმაციული მენეჯერი- მ. მაისურაძე საკონტაქტო: 696554, tbilisi_11@mail.ru